რა არის სმიშინგი?
ასევე ცნობილია როგორც: SMS ფიშინგი, SMS თაღლითობა
სმიშინგი არის ფიშინგი SMS-ით ან მესენჯერით. თაღლითი ამანათის, ბანკის, სახელმწიფო უწყების ან ჯარიმის სახელით აგზავნის მოკლე შეტყობინებას ბმულით, რომელიც ყალბ გვერდზე მიდის და ბარათის მონაცემებს ან ერთჯერად კოდს ითხოვს.
ტელეფონზე ბმულის სრული მისამართი ძნელად ჩანს და ადამიანები შეტყობინებას სწრაფად, სიარულისას კითხულობენ. სწორედ ამიტომ სმიშინგი ეფექტურია. საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ყალბი ამანათის და ბანკის შეტყობინებები.
როგორ ამოვიცნოთ
- მცირე თანხის გადახდის მოთხოვნა (მიწოდება, ჯარიმა)
- შემოკლებული ან უცნაური ბმული
- ერთჯერადი კოდის გაზიარების თხოვნა
რა უნდა გავაკეთოთ
- ერთჯერადი კოდი არავის გაუზიაროთ, თუნდაც „ბანკს“
- ამანათი შეამოწმეთ კურიერის ოფიციალურ აპლიკაციაში
შესაბამისი კურსები
ტერმინები ამ თემაზე
სხვა თემები
დაიწყეთ გუნდის რისკის საბაზისო შეფასებით
15-30 თანამშრომელი, ერთი ფიშინგ სიმულაცია და ერთგვერდიანი ანგარიში ხელმძღვანელობისთვის. წლიური ვალდებულების გარეშე.