საბაზისო ფიშინგ სიმულაცია: ყალბი ინვოისი
ნიმუში კომპანია (80 თანამშრომელი) · გაშვებულია 1 სექტემბერი 2026
ეს რეპორტის ნიმუშია გამოგონილი კომპანიის მონაცემებით. სტრუქტურა ზუსტად ისეთივეა, როგორსაც თქვენი კომპანია პირველი საბაზისო შეფასების შემდეგ მიიღებს.
ბმულზე დაჭერა
24%
საშუალო რისკი
შეყვანილი მონაცემები
7
80 მიწოდებული წერილიდან
დარეპორტება
15%
12 თანამშრომელმა დაარეპორტა
დამატებითი სწავლება
63%
12 / 19 დასრულებული
რა მოხდა წერილის მიღების შემდეგ
- მიწოდებული80 · 100%
- გახსნილი57 · 71%
- ბმულზე დაჭერილი19 · 24%
- მონაცემები შეყვანილი7 · 9%
- დარეპორტებული, როგორც ფიშინგი12 · 15%
რისკი დეპარტამენტების მიხედვით
| დეპარტამენტი | წერილი | დაჭერა | რეპორტი | რისკის ქულა | სწავლება |
|---|---|---|---|---|---|
| ფინანსები | 12 | 42% | 8% | 64 | 58% |
| გაყიდვები | 22 | 32% | 9% | 71 | 66% |
| HR | 9 | 22% | 11% | 78 | 81% |
| ოპერაციები | 25 | 16% | 12% | 80 | 74% |
| IT | 12 | 8% | 42% | 91 | 92% |
ცოდნის შეფასება
საშუალო ქულა 68% · 64 მონაწილე
- ფიშინგი და ელფოსტა72%
- პაროლები და ავთენტიფიკაცია58%
- მოწყობილობისა და ქსელის უსაფრთხოება74%
- ინციდენტზე რეაგირება61%
რეკომენდებული 30-დღიანი გეგმა
- 1
შეცვალეთ 7 თანამშრომლის პაროლი
მათ ყალბ გვერდზე მონაცემები შეიყვანეს. რეალურ შეტევაში ეს ანგარიში უკვე დაკარგული იქნებოდა: შეცვალეთ პაროლები და გადაამოწმეთ, რომ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ჩართულია.
- 2
პირველ რიგში: ფინანსები (42% დაჭერა)
ამ დეპარტამენტში რისკი ყველაზე მაღალია. დაუნიშნეთ მოკლე კურსი ფიშინგზე და შემდეგი სიმულაცია მათ სამუშაო სცენარზე მოარგეთ.
- 3
ასწავლეთ დარეპორტება (ახლა 15%)
ფიშინგს თანამშრომელთა მცირე ნაწილი არეპორტებს. დაადგინეთ ერთი მარტივი არხი საეჭვო წერილისთვის და გააცანით ყველას: დარეპორტებული შეტევა შეტევის ადრეული სიგნალია.
- 4
3 თანამშრომელს სწავლების ვადა გაუვიდა
სისტემა შეხსენებებს თავად აგზავნის. დარჩენილი შემთხვევები მენეჯერმა პირადად უნდა მიიყვანოს ბოლომდე.
- 5
სუსტი თემა: პაროლები და ავთენტიფიკაცია (58%)
ცოდნის შეფასებაში ეს თემა ყველაზე დაბალი შედეგით გამოირჩევა. შემდეგი კურსების პაკეტი ამ თემიდან დაიწყეთ.
- 6
განმეორებითი სიმულაცია 30 დღეში
გაუშვით სხვა სცენარი იმავე გუნდზე. ორი შედეგის შედარება აჩვენებს, მცირდება თუ არა რისკი რეალურად.
როგორ ვითვლით: ყველა პროცენტი მიწოდებული წერილებიდან ითვლება. თითოეული თანამშრომელი ერთხელ ითვლება, მის მიერ მიღწეული ყველაზე შორეული ნაბიჯით. რისკის დონეები ShieldWise-ის შიდა ზღვრებია (დაბალი: 10%-მდე, საშუალო: 25%-მდე) და არა ინდუსტრიული საშუალო.