ქუქი-ფაილები

ვიყენებთ აუცილებელ ქუქი-ფაილებს, ხოლო თქვენი თანხმობით, ანალიტიკასაც (PostHog), საიტის გასაუმჯობესებლად. ქუქი პოლიტიკა

რატომ ShieldWise?

ShieldWise არის პლატფორმა, რომელიც დაგეხმარება გუნდის კიბერ ცნობიერების ამაღლებაში. ჩვენი მიზანია: ინფორმირებული თანამშრომლები, უსაფრთხო ბიზნესი.

რატომ კიბერუსაფრთხოების ცნობიერება?

როგორ მუშაობს ShieldWise

  1. 1

    თანამშრომლებს ეგზავნებათ მოკლე, ინტერაქტიული კურსები

  2. 2

    ქვიზები ამოწმებს, რამდენად ეთვისებათ მასალა

  3. 3

    მენეჯერები რეალურ დროში აკონტროლებენ პროგრესს

  4. 4

    ფიშინგ სიმულაციები ამოწმებს ცნობიერების რეალურ დონეს პრაქტიკაში

  5. 5

    უწყვეტი ციკლი ინარჩუნებს მაღალ ცნობიერების დონეს

ჩვენი უპირატესობები

📚 მოკლე და საინტერესო კურსები

📬 ფიშინგ სიმულაციები

📈 ანალიტიკა მენეჯერებისთვის

🌐 ქართულად, ლოკალიზებული შინაარსი

⏰ ავტომატური შეხსენებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ხდება თუ თანამშრომელი ვერ ჩააბარებს ქვიზს?

მას შეუძლია ტესტი თავიდან გაიაროს, სანამ არ ჩააბარებს. გამსვლელი ზღვარი 80%-ია.

რამდენად მარტივია გამოყენება?

თანამშრომელს კურსი ავტომატურად ენიჭება, იხსნება ერთი კლიკით და მისი გავლა 3-4 წუთში შესაძლებელია.

საჭიროა დამატებითი პროგრამების დაყენება?

არა. ყველაფერი ხდება თქვენივე ბრაუზერში.

რა არის ფიშინგ სიმულაცია და რატომ არის საჭირო?

ფიშინგ სიმულაცია უსაფრთხო ყალბი წერილია, რომელიც აჩვენებს, ვინ დააჭერდა ნამდვილ ფიშინგ ბმულს. ვინც დააჭერს, მაშინვე იღებს მოკლე კურსს, ასე რომ შეცდომა სწავლის მომენტად იქცევა და არა ინციდენტად.

გვეხმარება ShieldWise GDPR, ISO 27001 და NIS2 მოთხოვნებში?

დიახ. სამივე ჩარჩო ითხოვს თანამშრომლების რეგულარულ კიბერუსაფრთხოების ტრენინგს და მის დოკუმენტირებას. ShieldWise ინახავს დასრულების ისტორიას, სერტიფიკატებს და ფიშინგ სიმულაციის შედეგებს, რაც აუდიტზე მტკიცებულებად გამოდგება.

რა ენებზეა კურსები?

კურსები ქართულად იწერება ქართული მაგალითებით და არ არის მანქანური თარგმანი. პლატფორმა ინგლისურადაც მუშაობს.